ავსტრალიაში, ქუინსლენდში სამაშველო ოპერაციის დროს სახანძრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. თუმცა პილოტი გადარჩა. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში ორი კვირაა ტყეები იწვის. საშიში ზონებიდან ასობით ადამიანია ევაკუირებული.
სამაშველო ოპერაცია ინტენსიურად მიმდინარეობს ახალ სამხრეთ უელსში, სადაც 50 სახლი დაიწვა. ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა ქუინსლენდშიც. მაშველები ხანძრის ლოკალიზებას 70 სხვადასხვა ადგილას ცდილობენ. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი უწყობს.